თბილისში ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტობეტონის საფარი, მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა და ტროტუარი. ასევე, მოეწყო ორი საყრდენი კედელი და შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანებული მონაკვეთები.
დედაქალაქის ბიუჯეტიდან ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაციაზე 2 077 777 ლარი დაიხარჯა.