ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტის ფარგლებში, თბილისს ცნობილი ნორვეგიელი მწერალი ერლენდ ლუ ესტუმრა. მწერლის შეხვედრა მკითხველთან „სანტა ესპერანსაში“ გაიმართა. მკითხველს საშუალება ჰქონდა, ავტორისთვის პირადად დაესვა კითხვები ნაწარმოებების შესახებ. ღონისძიება „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ მხარდაჭერით ჩატარდა. ერლენდ ლუ ნორვეგიაში ძალიან წარმატებული და აღიარებული მწერალია.
შეგახსენებთ, საქართველო წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა.