პანდემიის გამო, ორწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს დედაქალაქში „თბილისობის“ დღესასწაული იმართება. სხვადასხვა ღონისძიება რამდენიმე ძირითად ლოკაციაზე გადანაწილდა. სტუმრებს ელოდებიან დღეს რიყის პარკში, ლეღვთახევში, ორბელიანის, გუდიაშვილისა და ევროპის მოედნებზე, სადაც გამოფენები, კონცერტები, სამეწარმეო და გასტრონომიული ბაზრობები, სპორტული და საბავშვო აქტივობები გაიმართება.
უფრო დეტალურად, რა დაიგეგმა წლევანდელი თბილისობისთვის, ნატა ტაბიძე გვეტყვის.