სექტემბრის ბოლოს, თბილისი მსოფლიო დონის თეატრალური დასების თავშეყრის ადგილად იქცევა.
დედაქალაქი კიდევ ერთხელ უმასპინძლებს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს. წლევანდელი უცხოური პროგრამა განსაკუთრებით მრავალფეროვანია და ის თანამედროვე რეჟისორების არაერთ პოპულარულ სპექტაკლს მოიცავს.
ერთი თვის განმავლობაში მაყურებელი ქართულ სპექტაკლებს, მათ შორის პრემიერებსაც იხილავს. წელს პირველად ფესტივალის ფარგლებში არტ-ბაზარიც მოეწყობა.