თბილისის სამარშრუტო მიკროავტობუსების უსაფრთხოების ხარისხი

გაითვალისწინებს თუ არა თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალი უფროსი ექსპერტების რეკომენდაციებს. მოქალაქეებთან ერთად, დარგის სპეციალისტები დედაქალაქში მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსების უსაფრთხოების ხარისხზე  საუბრობენ.

კონტრაქტორ კომპანიაში სავალდებულო შემოწმება მიკროავტობუსებს ყოველ თვე უტარდება. ყოველდღიური კონტროლი ფიზიკურად შეუძლებელია. მერიაში არ გამორიცხავენ, რომ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება გადაიხედოს. სპეციალისტები კი უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას, მეტ კონტროლსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის უპირატესი პირობების შექმნას ითხოვენ.