პირველი აგვისტოდან ტაქსების რეგისტრაცია იწყება

პირველი აგვისტოდან ტაქსების რეგისტრაცია იწყება.

ნებართვის მაძიებლები რეგისტრაციის გავლას ელექტრონულად შეძლებენ. დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, ნებართვის მაძიებლებს შეეძლებათ მიმართონ გამგეობებს, სადაც მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაეხმარებიან.

ნებართვა ერთწლიანია, შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილის მძღოლებისთვის რეგისტრაციის ღირებულება 100, ჰიბრიდული ავტომობილის მძღოლებისთვის კი 50 ლარია.

ელექტროავტომობილის მძღოლები პროცედურას უფასოდ გაივლიან. რეგისტრაცია პირველ ოქტომბრამდე გაგრძელდება. ნებართვის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლები 200 ლარით დაჯარიმდებიან.

მონიტორინგზე პასუხისმგებელი საპატრულო პოლიცია და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ჯგუფები იქნებიან.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ტაქსის მძღოლები ვალდებულნი იქნებიან მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია ავტომობილის სალონში განათავსონ.