თბილისის საკრებულოში ანაზღაურების გაზრდის საკითხს, დეპუტატებს შორის კამათი მოჰყვა.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მოსაზრებით, თანამდებობის პირების ნაცვლად, ხელფასი მხოლოდ დაბალანაზღაურებად თანამშრომლებს უნდა მოემატოთ. მმართველი გუნდის დეპუტატებს კი მიაჩნიათ, რომ საჯარო სექტორში კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით, აუცილებელია მაღალი ანაზღაურება.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპონენტებს პოპულიზმში ადანაშაულებენ.