დედაქალაქში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომლებსაც მაღალი ქულები ექნებათ, სწავლას მერია დაუფინანსებს. წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესში ცვლილებებს, თბილისის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს. ცვლილება ბაკალავრების სწავლის დაფინანსებას, ასევე მაგისტრატურის სტუდენტების წახალისებას შეეხება. სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის თბილისის ბიუჯეტში მილიონ 300 ათასი ლარია გამოყოფილი. დღესვე, საკრებულო მუნიციპალური ინსპექციის ახალ ხელმძღვანელად კახაბერ გულედანის კანდიდატურას დაამტკიცებს.
მოამბე