ქართული პროგრამა ფინეთში.
თბილისის კამერული ორკესტრი ქალაქ ჰელსინკსა და რაუმაში, წმინდა ჯვრის მონასტერში ბაროკოს მუსიკის საკონცერტო პროგრამას წარმოადგენს, რომელიც ბაროკოს ფესტივალისთვის წლების წინ მომზადდა. საქართველოს სინფონიეტა ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრმა მიიწვია.
თბილისის კამერული ორკესტრისთვის ეს ფინეთში პირველი გასტროლია. რეპეტიციები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნაწარმოებები კი მოწვეულ მუსიკოსთან, ბაროკოს ინსტრუმენტების თანხლებით შესრულდება.
კონცერტები ქალაქ რაუმაში 22 აპრილს, ხოლო ჰელსინკიში 23 აპრილს გაიმართება.