თბილისში ტაქსის ლიცენზიის მქონე და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები ანტიკრიზისულ გეგმით გათვალისწინებული ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიის პირობებში ძალიან ბევრი მიმართულება დაზარალდა, მათ შორის არიან ტაქსის და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლები.
თბილისში ტაქსის ლიცენზიის მქონე და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ