თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისობა 5 და 6 ოქტომბერს რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე გაიმართება. მოქალაქეებს ორგანიზატორები სხვადასხვა სახის ღონისძიებას უმზადებენ. მოეწყობა სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ასევე ღია კინოთეატრი, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები. ორი დღით გაიხსნება სამეწარმეო მარკეტიც.

5 ოქტომბერს, საღამოს რვა საათზე კი თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.