„თბილისი ევროპული ქალაქი“ – დედაქალაქი ახალ წელს ამ სლოგანით ხვდება. მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ 15 დეკემბერს საზეიმოდ აინთება. რაც შეეხება საახალწლო სოფელს, ის 16 დეკემბერს ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში გაიხსნება. საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრამდე გაგრძელდება. იქ მისულ სტუმრებს თბილისის მერია მრავალფეროვან ღონისძიებებს ჰპირდება.