თბილისის კულტურის კვირეული

ხელოვნების ენით გადმოცემული ომის სისასტიკე – საქართველოში უკრაინის დღეები სრულდება.

გამოფენების, კონცერტების და სხვადასხვა ღონისძიების შემდეგ, კვირეულს ბალეტის ელემენტებით გაჯერებული არასტანდარტული წარმოდგენა ასრულებს, რომელსაც უკრაინული კლასიკური ბალეტის დასი წარმოადგენს. საღამოს ოპერის და ბალეტის თეატრი მასპინძლობს.