„ბაიდარას“ პრემიერა

მსოფლიო ბალეტის ისტორიის გამორჩეული სპექტაკლი ქართულ სცენაზე.

ოპერის და ბალეტის თეატრში ლუდვიგ მინკუსის „ბაიადერას“ წარმოადგენენ. ეს იქნება ისტორიულ დადგმაზე დაფუძნებული ახალი ქორეოგრაფიული ვერსია ნინო ანანიაშვილის და ალექსეი ფადეეჩევის ავტორობით.

დინამიური სპექტაკლი დახვეწილი შესრულებით – საბალეტო დასის ხელმძღვანელი მაყურებელს ინდოეთში მოგზაურობას ჰპირდება.

ბაიადერა“ პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 14 ნოემბერს გაიმართება.