მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები თბილისში ჩამოსასვლელად ემზადებიან.
ივლისში საქართველო ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. კონცერტების სერიას ეროვნული მუზეუმის ეზოში 5 გრემის მფლობელი, ანტონიო სანჩესის კვარტეტი გახსნის. სწორედ ეს მუზეუმია წლევანდელი ფესტივალის მასპინძელი. ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგება
იამაიკელი ჯაზის ლეგენდის, მონტი ალექსანდერის ტრიოც.