თბილისის 26-ე ჯაზ ფესტივალი

12:35, 12.05.2023

თბილისის 26-ე  ჯაზ ფესტივალი დასრულდა. დასკვნით საღამოს იტალიური ბენდის, Motel Kaiju-ს და ლეგენდარული სტენლი კლარკის კონცერტი გაიმართა. მუსიკოსი ბენდთან ერთად ჯაზ ფესტივალს ტურნეს ფარგლებში ეწვია. ბენდის შემადგენლობაში ქართველი პიანისტი ბექა გოჩიაშვილიც იყო, რომელიც თბილისის ჯაზ ფესტივალის სცენაზე სწორედ სტენლი კლარკთან ერთად წარდგა.

მსგავსი