თბილისის ჯაზ-ფესტივალი 28 თებერვალს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიხსნება.
პირველ კონცერტს ახალი პროექტით თბილისის „ბიგ ბენდი“ და ჯაზის ახალი თაობა, „ნიუ ჯაზ ჯენერეიშენ“ გახსნიან. პირველ მარტს „ივენთ ჰოლში“ პეტ მეთინისა და მისი ტრიოს საღამო შედგება. ფესტივალში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით და კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები რევაზ კიკნაძის ხელმძღვანელობით.
ფესტივალი 2 მარტს თბილისის საკონცერტო დარბაზში, პეტ მეთინისა და სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტით დაიხურება.