„ბიგ-ბენდის“ და „ქართული ხმების“ ერთობლივი ტურნე იწყება

საქართველოში თბილისის მერიის „ბიგ-ბენდის“ და ანსამბლ „ქართული ხმების“ ერთობლივი ტურნე იწყება.

ტურნე 30 ივნისს ახალციხეში აიღებს სტარტს და საქართველოს სხვა რეგიონებში გაგრძელდება.

კონცერტების სერია გააერთიანებს ქართულ ფოლკლორს. ხალხურ სიმღერებს, საესტრადო და მსოფლიო ჰიტების საუკეთესო ნიმუშებს.

კონცერტის ხანგრძლივობა 90 წუთი იქნება.

რეგიონული ტურნე პროექტ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება.