საქართველო წიგნის და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

წიგნის და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს საქართველო წელს მეთხუთმეტედ აღნიშნავს.

თარიღთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ღონისძიებები იმართება რიყის პარკში.

წიგნებზე სპეციალური ფასდაკლებები მოქმედებს. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან, დაგეგმილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა. საღამოს თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ბალეტის პერფომანსი გაიმართება.

ღონისძიებას საზეიმოდ დაასრულებს თბილისის მერიის მუსიკალური ბენდი ბიგ ბენდი.