თბილისის ფოტო-მუზეუმი

თბილისის ფოტო ფესტივალის მთავარი მოვლენა: ცოტა ხნის წინ დედაქალაქში პირველი ფოტო-მუზეუმი გაიხსნა. ფოტოგრაფიის და მულტიმედიის სამუზეუმო სივრცეში უნიკალური საარქივო მასალები განთავსდება, მათ შორის იქნება ფოტო ფესტივალის 10-წლიანი ისტორიის მანძილზე შექმნილი მულტიმედიური პროექტების კოლექციები.

საქართველოსა და ამიერკავკასიაში ეს არის პირველი ადგილი, რომელიც მთლიანად თანამედროვე გამოსახულებაზე – ფოტოგრაფიაზე, ახალ მედიასა და ვიდეოზეა ორიენტირებული.

რა ელოდება მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს,- პრეზენტაციას თათია კუჭუხიძე დაესწრო.