თბილისის მერიის მხარდაჭერით, „თბილისის ფოტო ფესტივალი“ მიმდინარეობს, რომლის ცენტრალური ღონისძიება „ფოტოგრაფიის ღამე“ უკვე მეათედ გაიმართა.
თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ღია ცის ქვეშ, ერთი ღამის განმავლობაში, თანამედროვე ფოტოგრაფიის ნახვის შესაძლებლობა მიეცათ.
ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისი საფესტივალო ქალაქი გახდება.