თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დღეს კეიკო მაცუის კონცერტი გაიმართება
დღეს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში იაპონელი ჯაზ-პიანისტის კეიკო მაცუის კონცერტი გაიმართება. მაცუისთან ერთად ქართველი მსმენელის წინაშე ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური და უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრები წარდგებიან.
ნიუ ეიჯისა და სმუთ ჯაზის შემსრულებელმა მუსიკოსმა პრესკონფერენციაზე ახალ რეპერტუარზე ისაუბრა, რომელსაც დღევანდელ საღამოზე შეასრულებს. წარმოდგენა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 20 საათზე დაიწყება.