გაჭიანურებული პროექტი – ამ დრომდე არ არის ცნობილი, როდის გაიხსნება ახალი ზოოპარკი, რომლის მოწყობა ჯერ კიდევ 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ დაანონსდა.
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები წლების წინ დაიწყო, უკვე მოწყობილია რამდენიმე ვოლიერიც. თუმცა დარჩენილია საკმაოდ მოცულობითი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელთა დასასრულებლად 7 მილიონი ლარია საჭირო. მერიის საკუთრებაში არსებულ 48 ჰექტარ ტერიტორიაზე სამუშაოების ნაწილი დედაქალაქის მთავრობამ დააფინანსა, ნაწილისთვის კი სახსრები გრანტებით მოიძიეს. ზოოლოგიური პარკის ხელმძღვანელობა დაფინანსების მოლოდინშია.