თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი და საერთაშორისო დონეზე აღიარებული ცნობილი მევიოლინე ერთად სცენაზე.
კონსერვატორიაში საკონცერტო სამზადისია. წარმოშობით ლატვიელი მუსიკოსი გიდონ კრემერი, რომელიც წლების განმავლობაში გია ყანჩელის სავიოლინო ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი იყო, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის სახელობის ორკესტრთან ერთად სცენაზე პირველად წარდგება.
სწორედ გია ყანჩელის კომპოზიციით გახსნის ხვალინდელ საღამოს გიდონ კრემერი ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად. ორი ვიოლინოსა და კამერული ორკესტრისთვის შექმნილ ნაწარმოებს მათთან ერთად, კიდევ ერთი მოწვეული მევიოლინე, მადარა პეტერსონი შეასრულებს. კონცერტზე აჟღერდება შუბერტისა და ვაინბერგის ნაწარმოებებიც.