თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი

გია ყანჩელის სახელობის ახალგაზრდული ორკესტრი იუბილის აღსანიშნავად ემზადება.

ჩამოყალიბებიდან ხუთი წლის თავზე მუსიკოსები მსმენელის წინაშე ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიით წარდგებიან. რამდენიმეთვიანი მზადების შემდეგ კონცერტის ადგილად კონსერვატორია შეირჩა.

ხუთწლიანი ისტორიის განმავლობაში ახალგაზრდულმა ორკესტრმა კონცერტი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც არაერთხელ გამართა. საიუბილეო ღონისძიებაზე კი ქართველ მსმენელს 30 აპრილს კიდევ ერთხელ შეხვდება.