თბილისის 21 -ე ჯაზფესტივალი გაიხსნა.
ფესტივალის პირველი დღე ცნობილ ამერიკულ ჯაზ ტრიოს – ბად პლუს დაეთმო. კონცერტი ივენთ ჰოლში საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.
დღეს მსმენელის წინაშე ამერიკული ჯგუფი წარდგება.
ჯაზფესტივალი 30 აპრილამდე გაგრძელდება და მას „მაილს ელექტრიკ ბენდი” დახურავს.
ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, 2018 წლიდან თბილისის ჯაზფესტივალი ყოველწლიურად შემოდგომის ნაცვლად გაზაფხულზე, აპრილის ბოლოს გაიმართება და ჯაზის მოყვარულებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თარიღს – ჯაზის საერთაშორისო დღეს დაემთხვევა.