Black Sea Jazz Festival-ის ბილეთების გაყიდვა 2 აპრილს 10:00 საათზე დაიწყება
Black Sea Jazz Festival-ის ბილეთების გაყიდვა 2 აპრილს 10:00 საათზე დაიწყება

2 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება Black Sea Jazz Festival -ის ბილეთების პირველი კალათის გაყიდვა, რაც ბილეთების შეზღუდული რაოდენობით გამოტანას გულისხმობს.

ორგანიზატორების თქმით, პირველი კალათის ბილეთების ამოწურვასთან ერთად, ბილეთის ღირებულებაც გაიზრდება.

19 ივლისს Black Sea Jazz Festival-ს ლეგენდარული Robert Plant-ის კონცერტი გახსნის.

Led Zeppelin-ის სოლისტი კონცერტს „ბლექ სი არენაზე“ გამართავს. ბილეთების ფასი 60 ლარიდან დაიწყება.

Led Zeppelin-ი ითვლება როკ-მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, ნოვატორულ და გავლენიან ჯგუფად.

1995 წელს Led Zeppelin-ი “როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში” შევიდა. საქართველოში ჯაზფესტივალი 2018 წლის 19 ივლისს დაიწყება და 22 ივლისამდე გაგრძელდება.