თბილისის ჯაზფესტივალზე რავი კოლტრეინი და Miles Electric Band-ი დაუკრავენ

17:16, 28.04.2018

ჯაზის საერთაშორისო დღეს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, რიგით 21-ე ჯაზფესტივალზე ცნობილი საქსაფონისტი, ჯონ კოლტრეინის შვილი რავი კოლტრეინი და Miles Electric Band-ი დაუკრავენ.

რავი კოლტრეინი საღამოს სპეციალური სტუმარი იქნება.

იუნესკო-ს ეგიდით, 30 აპრილს ჯაზის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღს საქართველო წელს უკვე მეხუთედ უერთდება.

თბილისის ჯაზფესტივალი ყოველწლიურად, შემოდგომის ნაცვლად გაზაფხულზე, აპრილის ბოლოს იმართება.

მსგავსი