თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი საკრებულოში გადაიგზავნა

ახალი მთავრობის მიერ განახლებული თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი საკრებულოში გადაიგზავნა. ფინანსური დოკუმენტის ხარჯვითი ნაწილი 587 მილიონიდან 604 მილიონ ლარამდეა გაზრდილი. გაზრდილია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილი დაფინანსება. ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი ხარჯებიც.

საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ ახალმა მთავრობამ, ბიუჯეტის პროექტში იმ პროგრამული პრიორიტეტების ასახვა შეძლო, რის გამოც მათ საზოგადოებამ მხარი დაუჭირა.

ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით კითხები აქვს ნაციონალურ მოძრაობას. ირაკლი ნადირაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი ბიუჯეტის კორექტირებისას მათ წინადადებებს არ გაითვალისწინებს, ფრაქცია აღნიშნულ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს.