ტუბერკულოზის შემთხვევა ბაგა-ბაღში - აღსაზრდელებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ

თბილისის 152-ე საბავშვო ბაღიდან, 28 აღსაზრდელი ტუბერკულოზის ცენტრში გამოკვლევებს გაივლის. ამის მიზეზი, ერთ-ერთი აღმზრდელის ავადმყოფობა გახდა, რომელსაც ტუბერკულოზი დაუდგინდა.

ბაღების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ  პედაგოგს უტარდება გამოკვლევა, ხოლო პრევენციის მიზნით, ბავშვებს რომლებსაც მასთან უშუალო შეხება ჰქონდათ, სპეციალურ შემოწმებას ჩაუტარებენ.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ გეგმიურად ყოველი სააღმზრდელო წლის დასაწყისში სავალდებულო გამოკვლევები ბაღების ყველა თანამშრომელს უტარდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება. აღნიშნულ ფაქტს თბილისის მერიც გამოეხმაურა.