განცხადება ტუბერკულოზის ცენტრში

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული ორი ახალი პაციენტის შესახებ, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, ცოტა ხნის წინ განმარტებები გაკეთდა. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის თქმით, პაციენტები, რომლებსაც კოვიდ-19 დაუდასტურდათ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში მოწყობილ ცხელების ცენტრში შეიყვანა, შესაბამისად კლინიკაში მყოფ სხვა პაციენტებთან, რომლებიც ტუბერკულოზზე მკურნალობენ, მათ შეხება არ ჰქონიათ.