ლაბორატორიულმა კვლევამ უნდა დაადგინოს, აქვს თუ არა 152-ე საბავშვო ბაღის მასწავლებელს ტუბერკულოზის ნიშნები 

152-ე საბავშვო ბაღის ერთ-ერთ მასწავლებელს დამატებითი გამოკვლევები  ჩაუტარდება. კვლევამ უნდა დაადგინოს, აქვს თუ არა აღმზრდელს ტუბერკულოზის პირველადი ნიშნები. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, 50 პედაგოგი უკვე გამოიკვლიეს, აქედან ერთის შემთხვევაში, გამოხატული რეაქცია შეინიშნება, თუმცა, ეს არ არის დასტური იმისა, რომ აღმზრდელს ტუბერკულოზი აქვს.

რაც შეეხება 28 აღსაზრდელის საკითხს, ზაზა ავალიანის თქმით, დაკვირვება გრძელდება და ამ დრომდე დაავადების ნიშნები არცერთ ბავშვს არ უფიქსირდება.