თბილისი-რუსთავის 800 მეტრიანი გზის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება დაახლოებით 119 მილიონი ლარია.
როგორც ფონდში აცხადებენ, აღნიშნული მონაკვეთი ინდუსტრიულ ზონას წარმოადგენს.
თბილისი-რუსთავის გზა მეზობელი აზერბაიჯანის საზღვარს უკავშირდება და მისი მოდერნიზაცია სატრანზიტო თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი.