საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობა

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. საუბრისას ყურადღება გამახვილდა სივრცითი განვითარების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სადაც აზიის განვითარების ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე და ხაზი გაუსვეს ქვეყანაში ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას.