შეთანხმება აზიის განვითარების ბანკთან

აზიის განვითარების ბანკი რიკოთი-ზესტაფონის საავტომობილო გზის მშენებლობას დააფინანსებს.

ხევსა და უბისას შორის 12-კილომეტრიანი, ორმხრივი 4-ზოლიანი გზის მშენებლობის მიზნით, 255 ევროზე მეტი შეღავათიანი ფინანსური რესურსი გამოიყოფა. რთული გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია 35 ხიდისა და 20 გვირაბის მშენებლობა.

შეთანხმებას ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარმა მოაწერეს ხელი.