„თბილისი პრაიდის“კვირეული

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები გეგმების შეცვლას არ აპირებენ. ღონისძიებები, რომელიც ორი დღის წინ დაიწყო, 5 ივლისს „ღირსების მარშით“ დასრულდება. მათივე განმარტებით, კვირეულის დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის საჭიროებას ვერ ხედავენ და მხოლოდ კანონით მინიჭებული გამოხატვის თავისუფლებით ისარგებლებენ. პრაიდის გამგეობის თავმჯდომარის ცნობით, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია ისევ გრძელდება.

მოამბე