„თბილისი პრაიდის“ კვირეული

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები საპატრიარქოს პასუხობენ და აცხადებენ, რომ გეგმების შეცვლას არ აპირებენ. ღონისძიებები, რომელიც ორი დღის წინ დაიწყო, 5 ივლისს, „ღირსების მარშით“ დასრულდება. მათივე განმარტებით, კვირეულის დღის წესრიგში ცვლილებების საჭიროებას ვერ ხედავენ და მხოლოდ კანონით მინიჭებული გამოხატვის თავისუფლებით ისარგებლებენ. შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, მსვლელობისთვის ემზადება საპატრიარქოც. განცხადებაში კი წერია, რომ „ე.წ. პრაიდის მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა“, ამასთან, საპატრიარქო ევროპარლამენტარებისა და საელჩოების ნაწილის განცხადებებს უფლებამოსილების გადამეტებად მიიჩნევს.

მოამბე

დატოვე კომენტარი