„თბილისი პრაიდმა“ ლგბტქ პირების უფლებებთან დაკავშირებით, 15 პოლიტიკურ პარტიასთან შეთანხმება გააფორმა. დოკუმენტის ხელმომწერები თანხმდებიან, რომ მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით იბრძოლებენ დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად.
„თბილისი პრაიდის“ ცნობით, ხელმომწერი პარტიები არიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი“; „ევროპული საქართველო“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „რესპუბლიკური პარტია“, „კანონი და სამართალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „რეფორმერი“, „მოძრაობა „დროა“, „სამართლიანობისთვის“, „ერთიანი საქართველო“, „თავისუფალი დემოკრატები“, „პროგრესი და თავისუფლება“ და „გამარჯვებული საქართველო“.