თავისუფლების მოედანზე გამართულ აქცია-კონცერტს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი გამოეხმაურა. „ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს. ჩაეტარებინათ რუსთაველზე, ცოტა მეტს გამოაჩენდნენ. არჩევნები, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს. ასეთი ჯერ არ უქნია არავის“, – წერს მამუკა მდინარაძე.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულმა მარშმა გამოაჩინა, რომ ისინი საკუთარ ამომრჩეველს ემალებიან და პრეზიდენტის სახით ოპოზიციას ჰყავს ფარული ლიდერი მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილს არანაირი უფლება არ აქვს, ღიად იყოს ჩართული პროცესში.