"თავისუფლების ფასი" - ტრანსგენდერი ადამიანების რეალური ისტორიები

ორი განზრახ მკვლელობა, რომლისთვისაც ორივე დამნაშავეს  10-10 წელი მიუსაჯეს და ერთი უბედური შემთხვევა, რომელიც გაზის გაჟონვას უკავშირდება  –  ეს საქართველოში ბოლო წლებში მომხდარი ტრანსგენდერი ადამიანების დაღუპვის შემთხვევებია,  თუმცა, სასამართლოს მიერ დანაშაულის მოტივად ჰომოფობია არცერთ შემთხვევაში არ დასახელებულა.

სწორედ დაღუპულთა რეალურ ისტორიებზე მოგვითხრობს სპექტაკლი, რომლის დახურულ ჩვენებაზეც მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა. ასევე პირველად,  სცენაზე, სხვა მონაწილეებთან ერთად, ტრანსგენდერი ადამიანებიც იდგნენ.

სპექტაკლის ვიდეოჩანაწერი ფართო საზოგადოებისთვის გუშინ საღამოს გასაჯაროვდა.