თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს - აქცია საოკუპაციო ხაზთან გაიმართება
თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს, – ქართველი ექიმის ოჯახის წევრები, კოლეგები და მოქალაქეები ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე არიან შეკრებილები. დატყვევებული მედიკოსის გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია ამჯერად საოკუპაციო ხაზთან გაიმართება. ავტომანქანების კოლონა სოფელ ოძისისაკენ გაემართება და ცნობილი ტრავმატოლოგის უკანონო პატიმრობას კიდევ ერთხელ გააპროტესტებს.
ორი დღის წინ, ე.წ. სასამართლომ ექიმი გაფრინდაშვილი ისევ პატიმრობაში დატოვა.