ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან [ფოტო]
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან [ფოტო]

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები პირველი რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან.

ისინი ავტომანქანებით საოკუპაციო ხაზამდე მსვლელობას მოაწყობენ, სადაც აქცია იგეგმება.

როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი ამბობს, აქცია იქნება მდუმარე, მხოლოდ ოჯახი გააკეთებს მცირე მიმართვას.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთ თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს.

ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს.

ოკუპირებულ ცხინვალში 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.