თავდასხმა ზუკა ბერძენიშვილზე

მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ზუკა ბერძენიშვილს თბილისში რამდენიმე უცნობი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. ის სამედიცინო გამოკვლევებისთვის ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. შსს-ს ცნობით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.