დაკავება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით

გუშინ, 14 აპრილს, გვიან ღამით ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი სპორტსმენები, რომელებიც „ნამახვანჰეისის“ საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ, დააკავეს.

დაკავებულია ექვსი პირი, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები, ასევე ძმები თამაზ და თორნიკე ჭელიძეები და მათი ბიძაშვილები, ირაკლი და გელა ჭელიძეები. ორი დაკავებულის მამა, ჯემალ ჭელიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაკავება მხოლოდ პოლიტიკური მოტივით განხორციელდა, რადგან ისინი ოპოზიციის მხარდამჭერები იყვნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ ისინი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.  როგორც უწყება განმარტავს, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში „ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა“.

მოამბე

დატოვე კომენტარი