უმძიმესი კადრები და შემზარავი ტრაგედია – ყაზანის საჯარო სკოლა შეიარაღებული თავდასხმის სამიზნე გახდა.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 9 ადამიანი. დაშავდა ათეულობით პირი. სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობით შეჭრილი შეიარაღებული პირისგან დაცვას, სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები საკლასო ოთახებში მოწყობილი ბარიკადებით ცდილობდნენ.