საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიბერუსაფრთხოების დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა სამინისტროს კიბერშესაძლებლობების გაძლიერების საქმეში ჩართული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლა. მინისტრმა აშშ-ისა და ლიეტუვას თავდაცვის ატაშეებსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელს კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარების კუთხით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორიც ესწრებოდნენ. კიბერუსაფრთხოების ბიურო 2014 წლის 6 თებერვალს შეიქმნა. მთავარი ამოცანა თავდაცვის სექტორში კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება და ახალგაზრდა კადრების მოზიდვაა.