თავდაცვის მინისტრმა 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა - უწყების გეგმები და განხორციელებული რეფორმები
თავდაცვის მინისტრმა უწყების 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მთავარი თემები განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები იყო. მოხსენების მიხედვით, 2018 წლის მთავარ გეგმებს შორისაა, – ანტისატანკო სისტემების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის და საჰაერო შესაძლებლობების გაზრდა, შეერთებულ შტატებთან ერთად ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება და ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება.
2017 წლის, მთავარ მიღწევებად ლევან იზორიამ თავდაცვის ბიუჯეტის ადეკვატურად გადანაწილება დაასახელა, რომლის 18 პროცენტიც აღჭურვილობასა და შეიარაღებაზე დაიხარჯება, ასევე ისაუბრა საქართველოში გამართული საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მასშტაბების მზარდი დინამიკის შესახებ. პრეზენტაციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.