თავდაცვის მინისტრმა თანამშრომლებს 3 მარტი მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებაში დასაქმებულ დედებს სიტყვით მიმართა და ყურადღება ოჯახში დედის როლის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა.
მინისტრი თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ შეკრებილ მრავალშვილიან დედებს გაესაუბრა და მხარდაჭერა აღუთქვა. ღირსეული სამსახურისთვის მადლობის სიგელები, სასაჩუქრე ბარათები და ყვავილების თაიგულები გადასცა.