საქართვლოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი უნგრეთში.
მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს. იმსჯელეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე, არსებულ მძიმე გარემოსა და საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებზე. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჯუანშერ ბურჭულაძე ბუდაპეშტში მდებარე ბუდას აღების მემორიალთან იმყოფებოდა, რომელიც გვირგვინით შეამკო და უნგრელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია გენერალურ შტაბსაც ესტუმრა, სადაც უნგრეთის თავდაცვის ძალების შესაძლებლობებს გაეცნო.