თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის პოლიტიკის ახალი პრიორიტეტები წარმოადგინა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქმიანობის 100 დღე შეაჯამა.
აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და ჯარისკაცების სოციალურ პირობებზე. მომავალი წლიდან სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ხელფასთან ერთად დანამატსაც აიღებენ. იგეგმება ანაზღუარების და დაზღვევის ბიუჯეტის ზრდაც. ასევე გეგმაშია მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და სამხედრო ნაწილების რეაბილიტაცია.